„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დაანონსებული აქციები ოპოზიციამ დროებით გადადო.
მისივე თქმით, რამდენიმე დღე დაელოდებიან პასუხს „ქართული ოცნებიდან“ და ამის მიხედვით იმოქმედებენ.
„დაველოდებით, რა პასუხი ექნებათ ჩვენს შეთავაზებაზე და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქცია დროებით გავაჩერეთ და არ გაგვიუქმებია. თუ „ქართული ოცნებიდან“ არ იქნება შესაბამისი პასუხი და რეაგირება, ბუნებრივია, აქციები დაიწყება და იქნება ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქციები.
„მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია“.
მზად ვართ, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადავდოთ - რა შემთხვევაში შეცვლის ოპოზიცია გეგმას
ნიკა მელიას დაკავება არ ნიშნავს მხოლოდ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა, რასაც არ დაუშვებს არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მთლიანად ოპოზიცია და არც ჩვენი საზოგადოება. მგონი, „ქართული ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარება, რადგან რაც უფრო სწრაფად ჩატარდება, მით უფრო სწრაფად გადავარჩენთ ქვეყანას და სწრაფად გადაირჩენს თავს „ქართული ოცნებაც.”-განაცხადა უდუმაშვილმა.