LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილი „ტვ პირველის“ საინფორმაციოს წაიყვანს

327
ზაალ უდუმაშვილი

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი „ტვ პირველს“ შეუერთდება და საღამოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. გარდა ამისა, შესაძლოა მან, გარდა წამყვანობისა, გარკვეული პოზიცია არხის მენეჯერულ რგოლშიც დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზაალ უდუმაშვილი პარტიის რიგებს ტოვებს და კვლავ მედიაში ბრუნდება.

როგორც უდუმაშვილმა ენმ-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება.“

რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო: ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები