LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციების მონაწილეებისგან ანტიამერიკული განცხადებები ისმის – აშშ-ს საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

300
BeFunky-collage (3)

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე აქციების გამო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„სხვადასხვა ჯგუფი მოუწოდებს პროტესტისკენ ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პერიოდში, 8-დან 10 ნოემბრამდე. ამ პირთა უმეტესობა წარმოადგენს იმავე ჯგუფებს, რომლებიც იყენებდნენ ანტიელჯიბით რიტორიკას და ივნისში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის კვირეულის“ საწინააღმდეგოდ აქციები მოაწყეს. მეტიც, ბევრი მათგანის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებული განცხადებები არის ანტიამერიკული, ავრცელებს სიცრუეს, რომ აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა „გასცეს ბრძანება“, შემდგარიყო ფილმის ჩვენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის ადგილები, სადაც თბილისში დღეს აქციებია დაგეგმილი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია ამ საპროტესტო აქტივობების შესახებ და სამინისტროში აცხადებენ, რომ უზრუნველყოფენ საზოგადოების უსაფრთხოებასა და წესრიგს. აშშ-ის მთავრობის პერსონალს ურჩიეს, თავი აარიდონ მასობრივი შეკრების ადგილებს, რადგან არსებობს პოტენციური ძალადობის შესაძლებლობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმია მობილიზებული

კინოთეატრ ამირანთან გასროლის ხმა იყო. დაძაბულია მდგომარეობა თბილისის კინოთეატრებთან. განსაკუთრებით რთულია ვითარება კინოთეატრ ამირანთან, სადაც რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ შენობასი შეჭრას და ფილმიდ ჩვენების ჩაშლას. უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა და სპეციალური დანიშნულების დაცვის წარმომადგენელთა დიდი რაოდენობა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას. მათ წინასწარ დააანონსეს შენობასი შესვლა და […]

დაძაბულია ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” – ვითარება  მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კინოთეატრში შესვლა სცადეს, რა დროსაც გაისმა პიროტექნიკის ხმა. კინოთეატრ “ამირანთან” დაძაბული ვითარების პარალელურად, პანიკა იყო კინოთეატრის ფოიეში.

ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ე.წ. რობოკოპებიც. აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიცილეებმა ტერიტორიიდან გაარიდეს.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/418503758840111/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g