LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციებმა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო: რაზე თანხდებიან ვიცე- პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი

88
126143648-1858730447598184-1552650333574673771-o

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ვირუსის გავრცელების წყარო იყო.

„აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში საარჩევნო და მის შემდეგ. მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. მე ვგულისხმობ, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს და აქციებს, რომლებიც კი არ მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს პირბადის გამოყენებისკენ, პირიქით მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და ვხედავთ ასეთ აქციებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება და მოწოდებებია, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში. ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს. პოლიტიკური პროცესი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად, ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვებზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში, როცა ასეთი აქციები გვქონდა ქუჩებში. მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბიზნესთან კომუნიკაციის გზით, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაზე მსჯელობს მთავრობა და რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც აღნიშნავს, რომ აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი. ამის შესახებ ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აქციებთან მიმართებით, ვხედავთ ფაქტებს და ეს გვაძლევს მეც და მაია ცქიტიშვილსაც იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრს ქვეყანას, გაცილებით უფრო ძლიერს, ვიდრე საქართველოა, ჰქონდა პოსტ არჩევნების ეფექტი. ჩვენც გვაქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან დაკვშირებით”, – განაცხადა ტიკარაძემ.

საწოლფონდი არის მტკივნეული თემა, ვაქცინას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს: ეკატერინე ტიკარაძე

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კოვიდინფექციის შემთხვევები იმატებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შემთხვევები რეალურად გაცილებით ბევრია, ვიდრე ეს ლაბორატორიულადაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g