LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ სირცხვილია, რომ არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები: ელისაშვილი

94
aleko 33

„მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ  „სევდიანი ამბავია, რომ საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დალაპარკებას – ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების“.

მისი თქმით, დღეს სიმბოლური და სწორი იქნებოდა, თუ მხარეები მოლაპარაკებებს დღეს დაიწყებენ.

“ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სირცხვილია, რომ არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები ამდენი ხანი. ყველა მეგობარი გვეუბნება რომ დასხედით, დაილაპარეკეთ.

წარმოიდგინეთ, როგორი სევდიანი ამბავია, დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავი და საბჭოთა ოკუპაციის ას წლისთავის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დასხდომას და დალაპარკებას. ორივე მხარე დეკლარირებულად ამბობს, რომ მზად არიან და ვერა და ვერ დაიწყეს. დღეს ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების.

დღეს არის ასი წლისთავი და სიმბოლურიც იქნებოდა და სწორიც მოლაპარაკებები, რადგან მტერი არ წასულა, თუ ვინმეს ეს ვითარება უხარია ოკუპაციის ასი წლისთავზე, უხარია რუსეთს. მათ ჯინაზე და საქართველოს მტრების ჯიბრზეც ავდგებოდი და ორივე მხრიდან გადავდგავდი ნაბიჯს. ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ციხეში არ იჯდეს არავინ პოლიტიკური ნიშნით,”- განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები