LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქედან მხოლოდ მაშინ წავალთ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები – ქაცარავა

126
qacarava

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ.

„ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენი შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და მოგვთხოვეს შესვლის დრო გადაგვეწია შუადღის 12 საათისთვის. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან და ველოდებით 12 საათს. ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები”

როგორც ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ დატოვებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ხურავლეთის ბაღებში არ იმყოფებიან რუსი სამხედროები.

„გუშინ, 15 მარტს, სოფელ ხურვალეთში შემოვიდნენ რუსი ოკუპანტები და ნახევარი დღის განმავლობაში დაკავებული ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. რამდენიმე საათის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არავის უშვებდნენ სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა.

დროის ამ მონაკვეთში ტროლების მეშვეობით განხორციელდა მასირებული მცდელობა დაერწმუნებინათ საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ ლუდა სალიას მიერ მოწოდებული, ხოლო შემდგომში ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახლდათ დეზინფორმაცია და ტყუილი.

ეს ინფორმაცია დაადასტურა პირველ რიგში ბაღის მფლობელმა ქალბატონმა, მოგვიანებით კი მინისტრმა ციხელაშვილმა, ასევე გორის მერმა, რომელმაც გაამართლა რუსების შემოსვლა იმით, რომ ოკუპანტებს თურმე აერიათ გზა. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსების გასვლის შესახებ, ხურვალეთის შესასვლელთან მობილიზებულმა საზოგადოებამ მოითხოვა ამ ფაქტის დასადასტურებლად დელეგაციის შესვლა და ბაღების დათვალიერება”, – წერს დავით ქაცარავა.

სოციალურ ქსელში გუშინ ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა  საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

“რუსი ჯარისკაცები, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც საუბედუროდ 2008 წელს შემოვიდნენ” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და დასძინა, რომ ის განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა რუსი სამხედროების შემოჭრაზე, დაძაბულობას პროვოცირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g