დღეს, მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები, პარლამენტის შენობასთან აქციას გამარტავენ. ისინი იმ ძირითადი მოთხოვნების დაყენებას გეგმავენ, რომლითაც მასშტაბური შეკრება უკვე ხვალ გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
ამ ეტაპზე, ადგილზე კარვებში მყოფი ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ დღეს თელავში არსებული საპროტესტო კარავი თბილისში გადმოინაცვლებს. ცნობილია ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას აჭარიდანაც შემოუერთდებიან.
“აჭარიდან თავისუფალი კვარტალი თბილისში გადმოვა და აქ დავბინავდებით, სანამ ხელისუფლება არჩევნებს არ დანიშნავს. აქედან უპასუხოდ არ წავალთ და თუ საჭირო გახდება ეზოში შევალთ”. – განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯელალ ქიქავამ.