LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქეთ ლევანდოვსკი, იქეთ ნაომი: პრესამ თავისი რჩეულები დაასახელა

77
IMG-20201229-WA0027-1

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

გამარჯვებულები ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდნენ, რომელშიც მონაწილეობდა 116 ქვეყნის მედიის 422 წამრომადგენელი.

მამაკაცთა კატეგორიაში “ბაიერნის” ფორვარდმა ლევანდოვსკიმ 620 ქულა დააგროვა და “ფორმულა 1”-ის პილოტ ლუის ჰემილტონსა (546) და ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს (327) გაასწრო.

ქალთა შორის საუკეთესოდ მიიჩნიეს ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა 526 ქულით, მეორეა მძლეოსანი იულიმარ როხასი (331), ხოლო მესამეზე აღმოჩნდა ჩოგბურთელი სერენა უილიამსი (327).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები