LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქიმიძე-დვალის უარი ხალვაშს: არ ვაპირებთ თანამონაწილეობას რ2-ის სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში

123
jarjii aqimize

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელევიზიის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარს საჯაროდ ამბობენ და სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

ცოტა ხნის წინ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს რ2-ის წილის 40% შესთავაზა. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ მათ თავის დროზე 60% და შესაბამისად საკონტროლო პაკეტი წაართვეს.

რუსთავი 2-ის წილის 40% - ქიბარ ხავაშის შეთავაზებას კომპანიის დამფუძნებლები არ დათანხმდნენ

დამფუძნებლებმა ეს წინადადება არ გაიზიარეს და თავიანთი ვერსია შეთავაზეს, რაზეც ქიბარ ხალვაში დაფიქრდება.

“ხელისუფლებამ  უბრალოდ გააჩერა ჩვენი გამოძიება, ბიძინა ივანიშვილმა ფაქტიურად დაგვტოვა ჰაერში. ივანიშვილია ხელისუფლება, თუ რამე სხვა წყარო იცით, იქნებ მითხრათ.

ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს რუსთავი 2-ის უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. ქართული ოცნება ისტორიაში შევა, როგორც რუსთავი 2-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება” – განაცხადეს საგანგებო ბრიფინგზე “რუსთავი 2” -ის დამფუძნებლებმა

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მიიჩნევენ, რომ 30 ივლისს რუსთავი 2-ის 40-პროცენტიანი წილის მათთის შეთავაზებაც ამის დასტურია. ამასთან, განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

“ჩვენი მიზანია წართმეული უფლების აღდგენა სამართლებლივი გზით და არა კულუარული გარიგების შედეგად. შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დაფუძნებლებისთვის დაბრუნება.ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა“ დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია” – განაცხადეს დამფუძნებლებმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g