LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქუბარდია ოხანაშვილს: „თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, უკან დედის გინება მომაყოლა – ჩემთვის ემოციურად ძალიან რთულია“

254
ანრი ოხანაშვილი და თეონა აქუბარდია

„თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან“, – ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს მიმართა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს აქუბარდიამ ოხანაშვილს „კაცურად მოქცევისკენ“ მოუწოდა:

„ვის შეაგინე შენ საცოდავო ჭიაღუავ? შე ნაძირალა…“ – გოცირიძე ოხანაშვილს

პაპუაშვილმა გოცირიძეს მიკროფონის გარეშე საუბრისთვის გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო.

„ბატონო ანრი, ძალიან რთულია ჩემთვის ემოციურად, დარბაზში რომ შემოვდიოდი, თქვენი დედის გინება უკან მომყვა თქვენგან, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვაგრძელებ კანონზე საუბარს და კაცურად მოიქეცით თუ შეიძლება.

წითლიძე მაჭარაშვილს: „შე ნაბიჭვარო, შე პრორუსო, განახებ აქ როგორ ივლი“

სხვებსაც აქვთ მოსმენილი და ძალიან კარგად იცით, თუ გინდათ ფაქტებს დაგიდებთ. თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან. რამე რომ იყოს, ისე რომ იცოდეთ“. – მიმართა აქუბარდიამ ოხანაშვილს.

mazda magti 5g