LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე-16 წუთზე გულისცემა და სუნთქვა აღდგა, შუახნის მამაკაცი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს“ – სოციალურ ქსელში ემოციური ამბავი ვრცელდება

217
Untitled design (2)

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სოციალურ ქსელში მორიგ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის შესახებ, რომელმაც შუახნის ასაკის მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა:

„გამოძახების ადგილი ქუჩა, გაზგასამართი სადგური.

ქუთაისში, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პაციენტს არ ჰქონდა პულსი და არ აღენიშნებოდა გულისცემა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.

მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და მე-16 წუთზე გულისცემა და სუნთქვა აღდგა. პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებითა და სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი. აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ დღეისათვის პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.

გვეამაყება: პარამედიკოსი – გიორგი გაბედავა; ექთანი – ლანა გაბელაშვილი; მძღოლი – კახაბერ ღვინიანიძე“, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g