LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ აქვთ სუფთა წყალი, შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ბავშვებს და შშმ პირებს – ომბუდსმენი გორის სოციალურ საცხოვრისზე

149
fot (3)

ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის ცნობით, საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

 

გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს, ლევან იოსელიანმა პირადად მოინახულა, შეხვდა მცხოვრებლებს, გაეცნო მათ პირობებს და დაათვალიერა შენობა.

„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გორის სოციალურ საცხოვრისში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით იოსელიანი შიდა ქართლის გუბერნატორს, მიხეილ შაყულაშვილს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g