ცოტამ თუ იცის, რომ “გაბო” მარკესი საბავშვო ზღაპრების წერას ოცნებობდა, თუმცა შვილებმა გადააფიქრებინეს, როცა ერთ-ერთი ნამუშევრის წაკითხვის შემდეგ მამას მხოლოდ ერთი შეკითხვით მიმართეს: “მართლა გგონია, რომ ბავშვები ასე სულელები ვართ?!”
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილ ფრაზებს:
გაიღიმე, ნუ მისცემს უსიამოვნებას სიხარულის მიზეზს!
სულს წელს ზევით უყვარს, სხეულს კი – წელს ქვევით.
სექსი სიყვარულის გარეშე მათი ნუგეშია, ვინც სიყვარულში უნიჭო აღმოჩნდა.
ადამიანის უმადურობას არასდროს ექნება საზღვარი.
ცხოვრების ყოველი წამი შესაძლებლობაა, მთავარია დანახვა შეძლო.
თუ გიყვარს გაუშვი, თუ შენია – აუცილებლად დაბრუნდება.
ზედმეტად ნურასდროს მოინდომებ, რადგან საუკეთესო ყოველთვის მოულოდნელად მოდის.
ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც შენს ხელს დაიჭერს და გულისცემას იგრძნობს.
არ მისცე საკუთარ თავს ისე სიკვდილის უფლება, ერთხელ მაინც არ გამოსცადო საყვარელ ადამიანთან გატარებული ღამის სიამოვნება.
ადამიანი არ იბადება ერთხელ და სამუდამოდ როცა დედა შობს, რადგან ცხოვრება ყოველდღე სიკვდილს და თავიდან დაბადებას აიძულებს.
არ არსებობს წამალი, რომელიც იმას უმკურნალებს, რისი განკურნებაც ბედნიერებას შეუძლია.
ის, ვინც დიდხანს ელის, არაფერი უჭირს, ცოტას კიდევ მოიცდის.
სიბრძნე ყოველთვის მაშინ მოდის, როცა უკვე ძალიან გვიანაა.
მშვიდად იყავი, სიკვდილი იმაზე რთულია, ვიდრე გგონია.
ადვილად მოპოვებული ბედნიერება არასდროსაა ხანგრძლივი.
ეჭვიანობამ უფრო მეტი იცის, ვიდრე სიმართლემ.
ბედნიერი სიბერის საწინდარი – საკუთარ მარტოობასთან მოლაპარაკებაა.
ოჯახურ ცხოვრებაში კატასტროფისგან თავის დაღწევა უფრო ადვილია, ვიდრე გულდასაწყვეტი წვრილმანებისგან.
ცნობისმოყვარეობა – ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან მახეთა შორის, რომელთა დაგება სიყვარულს სჩვევია.
სიყვარულს და შავ ჭირს ზუსტად ერთნაირი სიმპტომები აქვთ.