LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ჩახვალ ეზოში, არ წახვალ ფეხბურთზე“ – როგორ სჯიდნენ აჩი და შოთი არველაძეებს ბავშვობაში და როგორი მშობლები არიან თავად

1941
ფორტუნა - 2023-10-07T232524.069

„ჩვენი ოჯახის“ სტუმრები ძმები შოთი და აჩი არველაძეები იყვნენ.

ძმებმა თავიანთ ბავშვობაზე ისაუბრეს.

„ხილიანზე გავიზარდეთ და რომ არა ფეხბურთი, რაღაც სერიოზულ შარში გავეხვეოდით. ჩვენი მშობლების დასჯის მეთოდი იყო, „არ ჩახვალ ეზოში, არ წახვალ ფეხბურთზე. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არაფერი ჭრიდა.

ჩვენ სწრაფად ვკითხულობდით რაღაცებს. გამოვდიოდით და რომ გვეკითხებოდნენ, სათაური რა აქვსო, პასუხი არ გვქონდა, იმიტომ რომ სიჩქარეში სათაურის წაკითხვა გვავიწყდებოდა.

ჩვენ ჩვენი შვილების სწავლაში არ ჩავრეულვართ. დედებმა იარეს მეორეჯერ“. – იხსენებენ ძმები.

„ჩვენი ოჯახის“ წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ სახალისო ისტორია გაიხსენა:

„ვიცი, რომ ბავშვობაში მათემატიკის მასწავლებელმა რომელიღაც თქვენგან ჰკითხა, ოთხს მივუმატოთ ოთხი რამდენიაო და ცოცხალი თავით პასუხი არ დაუბრუნეთ. ბოლოს მშობლები დაიბარეს სკოლაში მიმატება არ იციანო“.

„კიჭა მიხვდა, რატომაც არ ვუპასუხე. მასწავლებელს ხომ შეიძლება პასუხი – ტ…. ქვა  დაეხვედრებინა“.  – იხსენებენ ძმები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები