LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, მაღალი რისკია – ექიმი სოფო ბერიძე

484
news812

,,არ ჩამოხვიდეთ აჭარაში, ახლა არ არის დრო,რომ ზღვისპირეთში დასვენება გსურდეთ!”- ამ მოწოდებებით მიმართავს ექიმი სოფო ბერიძე მოსახლეობას.  პროფესორი სოფიო ბერიძე აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსის გავრცელება პიკს აღწევს და პანდემიასთან  გასამკლავებლად კლინიკებს უკვე საკმარისი რესურსი აღარ აქვთ.

“ადამიანი, რომელიც სიმპტომურია, პირბადის გარეშე, ან დისტანციის დარღვევით გადაადგილდება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არის პოტენციური მკვლელი. ჩვენაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ წავა მომდევნო პერიოდი, თუ რამდენ ადამიანს დავკარგავთ.

არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, ახლა არ არის საუკეთსო დრო იმისთვის, რომ ბათუმში დაისვენოთ, მაღალი რისკია გადაადგილება, მობილობა”, – ამბობს სოფო ბერიძე.

12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა , 49 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g