LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ჩამოხვიდეთ რიო-ში: ოლიმპიადა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს

41

წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ ყველას მოუწოდა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე არ წავიდნენ. ამის მიზეზი 17 წლის გოგონას მკვლელობაა.
„ბარსელონას“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა არსებული საფრთხის შესახებ ისაუბრა.
„რიოში ბანდამ 17 წლის გოგო მოკლა. ქვეყანაში ვითარება სულ უფრო უარესდება. ყველას ვურჩევ, ვინც გეგმავს ბრაზილიაში ოლიმპიადაზე ჩამოსვლას, შინ დარჩეს. აქ თქვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. არაფერს ვამბობ ჯანდაცვის პრობლემებსა და პოლიტიკურ ქაოსზე. მხოლოდ ღმერთს ძალუძს იმ საშინელებას ებრძოლოს, რაც ქვეყანაში ხდება“, – დაწერა რივალდომ ინსტაგრამზე.

 

შეგახსენებთ, რივალდო 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ევროპაში ის „დეპორტივოში, „ბარსელონაში“, „მილანში“, „ოლიმპიაკოსსა“ და აეკ-ში თამაშობდა.
1999 წელ რივალდომ „ოქროს ბურთი“ მოიგო.

101

 

rivaldo1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები