ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ გარკვეულწილად რისკ-ჯგუფშია, რადგან შაქრიანი დიაბეტი აქვს. რაც შეეხება სიმპტომებს, მას ძირითადად ყნოსვისა და გემოს დაკარგვა აქვს.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე საზოგადოებას რეკომენდაციებსაც უზიარებს და ურჩევს რომ სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფეხით სიარული და მოძრაობა.
“ჩვეულებრივად ვარ. არავითარი ნიშნები, რომ დავსუსტდი, ცხოვრების მოტივაცია არ მაქვს თუ საქმის კეთების, ასე არ არის. ზუსტად ისე ვაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც აქამდე. შრომისუნარიანობაზე ჩემი გამოცდილებით, კორონავირუსი არ მოქმედებს.
სანამ დამისდასტურდებოდა, ზუსტად ვიცოდი, რომ ავად ვიყავი. ჯერ გაციება დამეწყო… შემდეგ, აი, კანფეტი მაქვს მძაფრი მენთოლიანი არომატით, რომ გავსინჯე, ნელ-ნელა გემო ვერ ვიგრძენი. აი, უკვე მივხვდი, რომ სავარუდოდ, კოვიდი მექნებოდა. მერე სუნიც ვერ ვიგრძენი. ზოგადად, საჭმელს ვგრძნობ, მარილი თუ აკლია, თუმცა გემოს განცდა ისეთი აღარ მაქვს.
რა მინდა გითხრათ, თუ დაგემართათ, ეს არ არის ტრაგედია. დღეში ორი საათი სწრაფი სიარული არის პირველი წამალი. თურმე ამ დაავადებას თან დაყვება სახსრების ტკივილი და მოქმედებს სისხლის შედედებაზე. ამიტომ, არ დაგეზაროთ ვარიჯიში და სიარული.
მგონია, რომ შიში უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანს. ანდაზაა ასეთი – შიშს დიდი თვალები აქვსო. ნამდვილად, ამ შემთხვევაში ამ დაავდებასთან შედარებით, შიშს უფრო დიდი თვალები აქვს, ვიდრე სინამდვილეში”- თქვა მიტროპოლიტმა ვიდეომიმართვისას.