LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დავდებ ფოტოს და არაფერს, რადგან ძალიან მტკივნეულია ამის გაძლება.. განსაკუთრებულად არ უყვარს თავისი დაბადების დღეები“ – ლიზა იასკო

797
ლიზა და მიშა 11

უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ლიზა იასკო საუბრობს იმ პროვოკაციებზე, რომელსაც მისი აზრით, შესაძლოა, ხვალინდელ სასამართლო პროცესამდე ჰქონდეს ადგილი.

„დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

არ დავდებ ფოტოს და არაფერს, რადგან ძალიან მტკივნეულია ამის გაძლება, როგორც ყველა ვიდეო ან ფოტო, რომელიც ბოლო დროს იდება, რომელიც ამდაბლებს მაიკლს და მის ღირსებას.

განსაკუთრებულად არ უყვარს თავისი დაბადების დღეები. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშვნა ამ დღეს უადგილოა.

დღეს შესაძლოა სხვადასხვა პროვოკაციები იყოს. იმიტომ რომ სასამართლო ხვალაა და ბევრს სურს ისევ სხვადასხვა დეზინფორმაციის, ინტრიგების, სხვადასხვა ბოროტების გაქცევა, რომ მთავარიდან ყურადღება გადაიტანოს.

ნუ წამოეგებით მათ ნათქვამს, ვინც ამბობს, რომ „კარგად იქნება, რადგან ვიღაცამ რაღაც გადაწყვიტა“.

ეს ყველაფერი ხშირად კეთდება იმისთვის, რომ ხალხი გაუგებრობაში ამყოფონ.

ყველას გამძლეობას ვუსურვებ! ასევე კრიტიკული და ბრძნული აზროვნების უნარს!“. – წერს ლიზა იასკო.

ცნო­ბის­თვის, ხვალ 22 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას განიხილავს.

21 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუბილარია. მას 55 წელი შეუსრულდა.

„ჩემი შვილი შემდეგ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია“ – გიული ალასანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g