LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამიკვირდება თუ იტყვიან, ცოტა ეომათ, ახლა რა ვთქვათ გარეჯის უდროოდ წამოწევაზეო: ანდრია ჯაღმაიძე

156
BeFunky-collage (1)

განახლებულ სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირებების 13 დღისა და მოსკოვში თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

გარდა ამისა, მხარეები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკარებებს იწყებენ, მოლაპარაკებათა პროცესის ფორმატი კი, უცვლელი დარჩება.

მოსკოვში აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება.

“არ გამიკვირდება, თუ ვიღაცა იტყვის – რა დროს მოლაპარაკება იყო, ცოტა ეომათ კიდევ, ახლა რა ვთქვათ გარეჯის საკითხის უდროოდ წამოწევაზეო? – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

„ეს ყველაფერი არ კეთდება იმიტომ, რომ ნატალია ილიჩოვა იყოს დაპატიმრებული“ – ნუგზარ წიკლაური

„ეჭვი მეპარება, რომ ამ ორ ადაიანს თავისი ნებით გადაემალა ეს საბუთები“ – ქართული ოცნების წევრი ნიოლოზ სამხარაძე მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე