მომღერალი ნატალია ნაყოფია სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართავს.
მომღერალი ბოლო დროს ტიკ-ტოკში ვირუსულად გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე საუბრობს, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მიიღო.
„ამ სიმღერის ავტორი მე ვარ, ინსომნია ჩემი დაწერილია, ნახევარი წელია ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ. არ არის მარტივი აქ ცხოვრება, ამიტომ მუსიკისთვის ფიქრის დრო არ მაქვს, თუმცა თქვენმა პოზიტივმა და ასეთმა გამოხმაურებამ დიდი მოტივაცია მომცა, რომ არ დავივიწყო ჩემი სიყვარული მუსიკის მიმართ. მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ვიდეო დაპოსტა ტიკ-ტოკზე. მთელი წელი მეყოფა ეს კომენტარები.
არ გავჩრდები, უბრალოდ ახლა თავიდან ვპოულობ ჩემს თავს. დრო დამჭირდება ამისთვის. ზაფხულში საქართველოში ჩამოვალ და აუცილებლად ჩავატარებ კონცერტს“, – აღნიშნა ნატალია ნაყოფიამ.
