მიუნხენის „ბაიერნი“ არ აპირებს ხელფასი გადაუხადოს აუცრელ ფეხბურთელებს, როდესაც ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ.
კარანტინში მყოფი ფორვარდი ერიკ-მაკსიმ ჩუპო-მოტინგი, ნახევარმცველები მიკაელ კუიზანსი, სერჟ გნაბრი და ჯამალ მუსიალა, ასევე ჰავბექი ჯოშუა კიმიხი, რომელიც უკვე ორჯერ იყო თვითიზოლაციაში, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე დაიბარეს.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა, პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ფეხბურთელებს გამოუცხადეს, რომ კარანტინში ყოფნის პერიოდში ხელფასს აღარ მისცემენ და მხოლოდ ნაწილს აიღებენ.
ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებას გაოგნებულები შეხვდნენ. ამის გამო კიმიხმა შესაძლოა 768 ათასი ევრო დაკარგოს.