LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მაცივრისთვის აიღებს” – გიორგი ქობულია [ვიდეო]

5287
qobulia_8

“ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი შედეგებზე დაკვირვებას აწარმოებენ და თუ საჭირო იქნება, ამის შემდეგ შეიტანენ რეგულაციებში ცვლილებებს, თუმცა არა მნიშვნელოვანს.

„დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, შევიტანთ კორექტირებას თუ იქნება ეს საჭირო ამ რეგულაციებში. რაც მთავარია, ჩვენი თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს,“ – განაცხადა ქობულიამ ტელეკომპანია „იმედთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები