LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მეშინია! დიდი-დიდი 70 წლისას სამსახური დამატოვებინონ, მშრალ ხიდზე ჩემი ოჯახის ბიბლიოთეკას გავყიდი, პურის ფული მექნება.. უარი ამ საჭოჭმანო კანონს“ – რა მიმართვას ავრცელებს პედაგოგი მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი

232
Untitled design - 2024-04-17T172638.602

„არ მეშინია! დიდი-დიდი 70 წლისას სამსახური დამატოვებინონ. მშრალ ხიდზე ჩემი ოჯახის ბიბლიოთეკას გავყიდი. პურის ფული მექნება“, – ამის შესახებ უფროსი მასწავლებელი, მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი წერს სოციალურ ქსელში და აღნიშნული პოსტით ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს მოქალაქეები პარლამენტთან აპროტესტებენ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებასა და დღეს უკვე მისი პირველი მოსმენით მიღებას.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

„მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციიის კეთილდღეობისთვისაც კი“ – ილია თოფურია

„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე

„ჩემზე ნაკლებ ხალხს არ გაუყიდია. სამშობლო არ გაუყიდიათ.

მასწავლებელი ვარ, ჩემს უკან მოსწავლეები დგანან. არ ვათქმევინებ, მშიშარა და უდარდელი ქალიაო. ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ, მათ ჰკითხეთ.

ყველაზე მთავარი, მალხაზ კვანჭილაშვილის მეუღლე ვარ!

სიცოცხლე შეწირა საქართველოს.

მე მინდა ჩემმა შთამომავლობამ, ჩემმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა ნათელ, ძლიერ, მდიდარ ქვეყნებში ისწავლონ და ასეთივე გახადონ საქართველო.

უარი ამ საჭოჭმანო კანონს, ძირს რუსეთი თავის უვარგის, დაუნდობელ რუსებთან ერთად.

კალაძე: „ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა“

ამ ტექსტს ვაკაკუნებ იმ მაგიდასთან რომელთანაც ზვიადი და მერაბი ისხდნენ.

თავს ვერ ვუყრი მოგონებებს და ოცნებებს.

ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებთ, მეტად ვერ გამანერვიულებთ. პირდაპირ ამომშალეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ.

ისიც ვიცი, რომ ყველა ჩემი მოსწავლე (ყოფილი მოსწავლე არ არსებობს), წაიკითხავს და იტყვის: ბრო, მართალი ხარ.

მასწავლებელი მარტო საგანს არ უნდა ასწავლიდეს…

რას ეთამაშებით, სიკვდილს? ნუ ეთამაშებით! ილიას ეთამაშებით“, – წერს სოციალურ ქსელში მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

პოპულალურები