LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“ და ეს ხალხი, სანამ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება..“ – მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

140
Untitled design

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა, აცხადებს, რომ სანამ გაფიცულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობის დანახვა არ სურს.

ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

„ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, თითქმის ყველა წინააღმდეგი იყო. ამით მინდა ყველას დავანახვო, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდში ძლიერები ვართ.

მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, თითოეული ჩვენგანი ერთად დავინახავთ“, – ამბობს მაღაროელი.

ცნობისათვის, მაღაროელების აქცია 6 მაისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი, ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამასთან, გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის წინ გააგრძელებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, საკანონმდებლო ორგანოს წინ შიმშილობას 50-მდე მაღაროელი დაიწყებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ეტაპობრივად გაზარდოს ხელფასები” – განცხადება

„კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია, ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 ივნისს „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია თანახმაა, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ხელფასები ეტაპობრივად გაზარდოს.

„ჭიათურელი მამები თვალ და პირამოკერილი „აღნიშნავენ” მამის დღეს…ჩემი მოკრძალებული სოლიდარობა მაღაროელებს” – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g