LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მინდა ირანში, აქ ვიცხოვრებ” – კარანტინში მოთავსებული ირანელი პაციენტი (ვიდეო)

8178
pjimage

ირანელი პაციენტი, ბათუმში არსებული კარანტინის ზონიდან, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნება არ უნდა.

“გამარჯობა, მე შაჰაბი ვარ, ბათუმში, სასტუმროში ვცხოვრობ. არ მაქვს კორონავირუსი, მაგრამ 15 დღე აქ, კარანტინში უნდა გავატარო. არ მაქვს პრობლემა, ძალიან კარგი სატუმროა, ხალხი კი საქართველოში კეთილგანწყობილია. ვფიქრობ აქ ვიცხოვრებ. არ მინდა ირანში დაბრუნება. ჩემს ქვეყანაში ადამიანები კორონავირუსით არიან დაინფიცირებული, მე კი არა. მადლობა ექიმებს და სასტუმროს პერსონალს” – ამბობს ის ვიდეომიმართვში.

შეგახსენებთ, ირანში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 978 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 54-ს მიაღწია. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, სწორედ ირანში ფიქსირდება.

უკვე გამოყენებულს ახლად ასაღებენ: მსოფლიო პირბადეების მაფიამ მოიცვა (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები