LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მჯერა, რომ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი რეალობას შეცვლის: ჯაფარიძე

66
zurab-japharidze-w-h

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს.

მისი თქმით, ის დილიდან „გირჩის“ წევრებთან კონსულტაციებს გაივლის.

„ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ევროკავშირიც, ამერიკაც, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ ამ ქვეყანაში იმას, რომ მართლმსაჯულება ყოფილიყო მართლა მართლმსაჯულება და არჩევნები ჩატარებულიყო წესიერად, მაგრამ მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, მივედით იქამდე, სანამდეც მივედით, რომ არც მართლმსაჯულება გვაქვს, არც არჩევნები გვაქვს და ზოგადად არ არსებობს ქვეყანაში რამე ინსტიტუტი, რომელსაც ნდომა ექნება.

ეს ხდებოდა მათი მხარდაჭერის ფონზე. ამიტომ, აქ დამოკიდებულება არის ეგეთი, რომ გჯერა თუ არა იმისი, რომ რაც დოკუმენტში წერია ის შეცლის რეალობას? – მე რა მჯერა“.- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს. 

„ქართული ოცნება“ კი მზადაა, შარლ მიშელის მიერ მომზადებული ვერსიაც განიხილოს და დასძენს, რომ განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება.

ამავე თემაზე:

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს

„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს

მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს – უგულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g