LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მრცხვენია, რომ ციხეში ვიყავი იმიტომ, რომ მე არაფერი დამიშავებია. სასამართლოზე კითხვა დამისვეს, ვცნობდი, თუ არა თავს დამნაშავედ – არ ვცნობ თავს დამნაშავედ” – რა კითხვებს უპასუხა გენერალური პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლალი ბუნტურმა

352
პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს უწყებაში, საპროკურორო საბჭოზე დასმულ შეკითხვებს გენერალური პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლალი ბუნტურმა უპასუხა, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ“ წარადგინა.

საპროკურორო საბჭოზე დასმულ შეკითხვას, რომელიც წარსულში ლალი ბუნტურის ციხეში ყოფნას ეხებოდა, ბუნტურმა უპასუხა, რომ მას არაფერი დაუშავებია. კითხვით პროკურორობის კანდიდატს, საბჭოს წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა მიმართა.

„წარმოადგინეთ ცნობა გაქარწყლებული ნასამართლეობის შესახებ, სადაც მართლაც ჩანს, რომ თქვენ გასამართლებული ბრძანდებით 180-ე მუხლით და ეს არის თაღლითობა და 339-ე მუხლით, ნიშნავს ქრთამის მიცემას. როგორც თქვით, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. მაინტერესებს, თუ მიმართეთ რაიმე ზომებს, რომ მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა“ – მიმართა კითხვით მუყასაშვილმა კანდიდატს.

ლალი ბუნტური განმარტავს, რომ ის ამ საქმეში მართალი იყო:

„არ მრცხვენია, რომ ციხეში ვიყავი იმიტომ, რომ მე არაფერი დამიშავებია. სასამართლოზე კითხვა დამისვეს, ვცნობდი, თუ არა თავს დამნაშავედ – არ ვცნობ თავს დამნაშავედ! დანაშაული ჩავიდინე, რომ ხელი არ შევუშალე ქრთამის მიცემას, მაგრამ ჩემს კლიენტს, რომ დასჭირდეს, მის გამო დღესაც გავაკეთებ ყველაფერს, როგორც ადვოკატი“ – განაცხადა ბუნტურმა.

თავად გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ლალი ბუნტურს შენიშვნები ჰქონდა პარტია „გირჩის“ ლიდერთან, იაგო ხვიჩიასთან.

„თქვენმა პარტიამ რომ გამოაცხადა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარება, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი“ – მიმართა ბუნტურმა პარტია ხვიჩიას.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დააკონკრეტა, რომ პარტიის თავმჯდომარე თავადაა და პროკურორობის კანდიდატი სწორედ მის დაჭერას აპირებს.

„ქალბატონო, ჩემი პარტიის თავმჯდომარე მე ვარ, თქვენ ჩემ დაჭერას აპირებთ, იქნებ ბრალდება წამომიყენოთ. მე არ შევცვლილვარ, იგივე ადამიანი ვარ, რაც მაშინ ვიყავი. რაზე მიჭერთ რომ მითხრათ, თქვენ ხომ იურისტი ბრძანდებით, სამართლებრივად რომ მითხრათ რაზე მიჭერთ“ – მიმართა იაგო ხვიჩიამ ლალი ბუნტურს.

პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს მესიჯი იყო მისგან.

„ბატონო იაგო მე დღეს მესიჯი მოგაწოდეთ, რადგან თავმჯდომარე ხართ გამოასწოროთ თქვენი შეცდომა“ – განაცხადა პროკურორობის კანდიდატმა ლალი ბუნტურმა.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა გუშინაც გაიმართა. სხდომაზე 2 კანდიდატს: დავით ბარბაქაძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს გაესაუბრნენ.

„სრულიად აპოლიტიკური პიროვნება ვარ და თუ ჩემს კანდიდატურაზე შეჩერდება არჩევანი მინდა ყველა იყოს დარწმუნებული, რომ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიქნები…” – დღეს გენპროკურორის პოზიციაზე 2 კანდიდატს მოუსმინეს

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g