[წერილზე] არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისადმი მის ღია წერილს შეეხებოდა.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ.
„ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ… ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია“ – კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს
ამის შსახებ ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს მიმართავს.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს ღია წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა. კობახიძე წერილში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე და აშშ-ის ადმინისტრაციას მისამართით ამბობს, რომ გასაკვირია, რომ ისინი ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებენ.