LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაპირებ დავმალო ჩემი ასაკი და ჩემს სახეზე რაიმე შევცვალო… დამამცირებელია!“ – 67 წლის ენდი მაკდაუელი იმ ქალბატონებს უპირისპირდება, ვინც ასაკის მატებას ებრძვის

161
page

ენდი მაკდაუელი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე შარმიანი და ბუნებრივი სილამაზის მქონე ვარსკვლავია. მსახიობი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვში შედის, ვინც ბუნებრივად დაბერებას ამჯობინებს და უარს ამბობს რაიმე ტიპის პლასტიკურ ჩარევაზე. მეტიც, ენდი თმასაც კი არ იღებავს და წითელ ხალიჩაზე ბუნებრივად შევერცხლილი თმით ჩნდება ხოლმე.

67 წლის მაკდაუელმა ახალ პოდკასტში აღნიშნა, რომ არც წარსულში და არც ახლა არ უფიქრია ასაკთან ბრძოლაზე.

„არ ვაპირებ დავმალო ჩემი ასაკი და ჩემს სახეზე რაიმე შევცვალო … მე მიყვარს საკუთარი თავი. მე არ ვაპირებ ვინმეს მოლოდინების გამართლებას, ეს დამამცირებელია!

მახსოვს ჩემი ბებია, ოჯახის ხატი, ძლიერი ქალი. ჩვენ მას ვაღმერთებდით, პატივს ვცემდით. არავის მოსვლია აზრად, რომ მას მუდამ ახალგაზრდული იერი უნდა ჰქონოდა. მე სამი პატარა შვილიშვილი მყავს და მათთვის ვარ ბებია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ბებია. ახალგაზრდულად ყოფნა ჩემთვის საჭირო სულაც არ არის. დაღლილი ვარ ახალგაზრდობის დევნით, არ მინდა ვიყო ახალგაზრდა, იმიტომ, რომ უკვე ვიყავი“, – აცხადებს მსახიობი.

მაკდაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი კულტურა, რომელიც ქალებს მუდმივად ახალგაზრდობისკენ მოუწოდებს, დამამცირებელია.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ აღარ იღებავს თმას, არც რაიმე ინიექციური პროცედურით ცდილობს ნაოჭების გაქრობას.

„მეცინება ხოლმე, როცა ვინმე ამბობს, რომ ჭაღარა თმა არ შემეფერება და არ მიხდება, 70 წელს მივუახლოვდი, ასეც უნდა იყოს“, – განაცხადა ენდიმ ინტერვიუში სიცილით.

ვერცხლისფერი დედოფალი – 67 წლის ენდი მაკდაუელის ანსამბლი „კანის კინოფესტივალზე”

ენდი მაკდაუელი შევერცხლილი თმით, „ივ სენ ლორანის“ მანათობელ კაბაში, ფანტასტიკურად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები