LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებთ მომხმარებლების დაყოფას „პასპორტიანებად” და „უპასპორტოებად“ – სპორტული დარბაზი

150
120756276-184105879824363-4013791431396237370-n

ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი ,,რეფორმერი ფიტნესი” საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას სპორტულ დარბაზებში.

,,ვინაიდან ბევრი გვეკითხება როგორ მოვექცევით დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტის” არ მქონე მომხმარებლებს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ მომხმარებლების დაყოფას „პასპორტიანებად” და „უპასპორტოებად”, „აცრილებლად” და „აუცრელებად”, მით უმეტეს, მთავრობის მოთხოვნის შემდეგ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებენ ,,რეფორმერი ფიტნესის“ მენჯმენტში.

მათივე თქმით, ისინი რჩებიან საკუთარი პრინციპების ერთგული. „მიგვაჩნია, რომ მხოლოდ კერძო მესაკუთრის გადასაწყვეტია, როგორ მომხმარებელს მოემსახუროს და მომხმარებლის გადასაწყვეტია ბიზნესთან ითანამშრომლოს თუ არა. ამ ურთიერთობაში მთავრობის ადგილი საერთოდ არ არის. ასევე დაგახვედრებთ ჩვენთვის ჩვეულ სისუფთავეს და მეგობრულ ატმოსფეროს. ამჯერად, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამას ისე გავაკეთებთ, რომ არანაირი კანონი არ დაირღვევა. გისურვებთ ჯანმრთელობას“ – ნათქვამია ფიტნეს კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას რიგ ობიექტებში, მათ შორის სპორტულ დარბაზებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g