LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება – პაატა იმნაძე

166
BeFunky-collage (6)

„არ ველოდებით ამას, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით,”-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა.

ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობა არსებობს, ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდეს.

ავადობის რიცხვი იზრდება ყველა ქვეყანაში, თუმცა ე.წ. შენელების ზრდის დინამიკა იგრძნობა: გამყრელიძე

“ვიცი, რომ ძალიან ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები, რომ  თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება შემდეგი ზამთრისათვის, თუ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკვე ზამთრისთვის იყოს ვაქცინა დედამიწის მოსახლეობისთვის, დიდი ალბათობა არსებობს იმისი, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის ჯობს, მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა ორზე მეტი მგზავრი განთავსდეს – ხათუნა ზახაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g