მოდელი და ტელეკომპანია „იმედის” ერთ-ერთი გადაცემის „პრაიმ შოუს” წამყვანი, სალომე ღვინიაშვილი პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კითხვაზე, რატომ მივიდა აქციაზე, მოდელმა და ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ არ ემხრობა ივანიშვილის მიერ შექმნილ რუსულ კანონს.
„ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების მომავლისთვის ვარ აქ, ევროპული საქართველოსთვის. არა რუსულ კანონს. რუსული კანონის მიღებას არ ვემხრობი, ამ კანონის უკან იგულისხმება ხელისუფლება, არ ვემხრობი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კანონს…” – განაცხადა სალომე ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით დაამტკიცეს.
მანამდე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისივე თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოს ალყაში მოაქცევენ და აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელებთან განლაგდებიან.
გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“
“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან
იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია