LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვიცი მათ რა გააკეთეს, ამ პირებს მე ვერ ვპოულობ” -ბულაჩაურის ქუჩაზე ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო

1512402004247127

ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო.

ბინის მეპატრონემ ბინა ორ ახალგაზრდა მამაკაცზე დღეს საღამოს გააქირავა. ის აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო.

„ორ ახალგაზრდა მამაკაცს დღეს საღამოს მივაქირავე ბინა. არ ვიცი მათ რა გააკეთეს, ამ პირებს მე ვერ ვპოულობ. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ყველანაირად დაცული იყო“, – აღნიშნა ბინის მფლობელმა “ინტერპრესნიუსთან”.

შემთხვევის ადგილზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შსს აწარმოებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები