მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ სიონის ტაძარში გაიმართება.
მომღერალს ხუთშაბათს სიონის ტაძრის ეზოდან 2 საათზე გამოასვენებენ. ინფორმაციას მამუკა ონაშვილის დისშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„უწმინდესის ლოცვა კურთხევით პანაშვიდი და გამოსვენება იქნება სიონის ტაძრიდან
პანაშვიდი, სამშაბათს და ოთხშაბათს გამოსვენება, ხუთშაბათს 2 საათზე
მადლობა და ბოდიში კიდევ ერთხელ რომ ვერ გპასუხუბოთ.
არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგძელოთ ….
ჩემი “თუთუშები” Mamuka Onashvili შეხვედრამდე ?? მიყვარხარ“, – წერს თეონა უსტიაშვილი.
მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.