LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი, რა ძალა ამოძრავებდა.. იშვიათი ნიჭის პატრონი და ძალიან კარგი მეგობარია – არავის არ უყვარს წიგნი ასე. ყველგან გახსნა ბიბლიოთეკა, ჩიტის ბუდეშიც კი“ – ანა სანაია გიორგი კეკელიძეზე

439
ანა სანაია გიორგი კეკელიძეზე

მსახიობი ანა სანაია ეროვნული ბიბლიოთეკიდან გიორგი კეკელიძის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს აღდგენილ იდიშურ თეატრზე, რის აღდგენაშიც მისივე სიტყვებით, კეკელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის:

„აღდგენილი იდიშური თეატრი•Yiddish Theatre

13 მარტი და გიორგი კეკელიძე.

„ჩემი მხარდაჭერა გიორგი კეკელიძეს! ჩემი ხევსურეთისთვის, ძალიან ბევრი კარგი გააკეთა.. მისმა თანადგომამ გადამატანინა ძალიან მძიმე პერიოდი“ – მარგარეტ დაიაური 

ვერასდროს ვიფიქრებდით ვერც მე და ვერც გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze, რომ ოდესღაც ოზურგეთის თეატრში – სადაც წვიმდა პირდაპირ სცენაზე – ერთმანეთს გავიცნობდით ბრეხტიანულად და მერე, წლების მერე, სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სწორედ მისი დახმარებით და ხელშეწყობით – აღდგებოდა იდიშური დასი.

არც ერთი წამი არ დამავიწყდება. ბედნიერების და აღფრთოვანების. ჩემი გულის მეგობარია. ჩემი აზრების და იდეების მეგობარი და იდიშური კულტურის მეგობარი.

არავის არ უყვარს წიგნი ასე. არავის გაუხდია წიგნის კითხვა ასეთი ტრენდული! ყველგან გახსნა ბიბლიოთეკა, ჩიტის ბუდეშიც კი.
არ ვიცი, რა ძალა ამოძრავებდა, მაგრამ იშვიათი ნიჭის პატრონია და ძალიან, ძალიან კარგი მეგობარი.

„როცა საჭირო გახდა, ერთხანს ბიბლიოთეკა უსახლკაროების დასახმარებელ პუნქტად აქცია – სოფელი არ დარჩენილა სადაც მის მიტანილ წიგნს იქაურობა არ გაუნათებია“ – აკა სინჯიკაშვილი

ჰო, საერთო ფოტო არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საერთო ჩათი (რომელშიც ცოდვა-ბრალი ტრიალებს) და გვაქვს საერთო საქმის ფოტოები. უნიკალური და საყვარელი“. – წერს ანა სანაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები