25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებებს წარადგენენ და დაიკითხება ორი ბრალდებული.
არა სიძულვილს, ძალადობასა და რასიზმს, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნეონაცისტური ორგანიზაციის წარმომადგენლები სიძულვილს აღვივებენ და სწორედ ამას შეეწირა ვიტალი საფაროვი.
უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ისინი ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები არიან.