არაადეკვატურმა მგზავრმა შუა ფრენის დროს თვითმფრინავის გაჩერება მოითხოვა. „ABC News”-ის ინფორმაციით, ინციდენტი ავიაკომპანია Virgin Australia-ს ბორტზე, მელბურნიდან პერთისკენ მიმავალ რეისზე მოხდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ლაინერის აფრენიდან 1 საათში, ერთ-ერთმა ქალბატონმა ყვირილი დაიწყო და სასწრაფოდ გაჩერება მოითხოვა. როდესაც ბორტგამცილებლებმა მისი დამშვიდება სცადეს, მგზავრი მათ ფიზიკურად გასწორებით დაემუქრა. შედეგად, პილოტებს სხვა გზა აღარ ქონდათ და ხომალდი ავარიულად დასვეს. აგრესიული მგზავრი რეისიდან მოხსნეს, პოლიციამ ის დაკითხა, ბარგიც შეუმოწმა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ხოლო, ავიაკომპანიამ მგზავრებს ბოდიში მოუხადა და რეისი რამდენიმე წუთის დაგვიანებით შეასრულა.