LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბეთში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც ალაჰს ელიზაბეტ II სამოთხეში შეშვება სთხოვა

46
435Capture

მექაში, საუდის არაბეთში, დააკავეს მამაკაცი რომელიც ბევრს ლოცულობდა იმისთვის, რომ ალაჰს ელიზაბეტ II სამოთხეში შეეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ VICE ავრცელებს.

იემენის მკვიდრი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სოციალურ ქსელში მისი ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა. მომლოცველი ალ-ჰარამის მეჩეთში იდგა და ხელში ეკავა პლაკატი წარწერით: „ ელიზაბეტ II სულისთვის ლოცვა. დაე ალაჰმა მას სამოთხეში მიუჩინოს ადგილი..”
ღმერთის მიმართ თხოვნა არაბულ და ინგლისურ ენებზე იყო დაწერილი. მლოცველი ტაძარში მყოფმა ბევრმა ადამიანმა გადაიღო. ეს ჩანაწერი მალევე ვირუსული გახდა და რამდენიმე დღეში მამაკაცს საუდის არაბეთის სპეც-რაზმის წევრებმა მიაკითხეს.

ოფიციალური წყაროების ცნობით, მამაკაცი ლოცვის წესების დარღვევისთვის დააკავეს და პროკურატურას გადასცეს. საქმე ისაა, რომ განახლებული კანონის მიხედვით ტაძარში პლაკატებითა და ტრანსპარანტებით შესვლა აკრძალულია. ეს აკრძალვა უსაფრთხოების წესებს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები