LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაჩვეულებრივი შემსრულებელი, კარგი მეგობარი და მაგარი ქართველი დავკარგეთ“ – გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1518
ბონდო ნეგერვაძე

გარდაიცვალა ანსამბლ „ათძალის“ წევრი ბონდო ნეგერვაძე. სამწუხარო ინფორმაციას ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და ბონდო ნერგაძის მეგობრები ავრცელებენ.

„ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული თანამშრომლის, ანსამბლ „ათძალის“ წევრის, ღირსეული კოლეგისა და ერთგული მეგობრის, ბონდო ნაგერვაძის გარდაცვალების გამო.

ბონდო ნაგერვაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ცენტრისა და თითოეული ჩვენგანისთვის. მისი პროფესიონალიზმი, ადამიანური ღირსებები, კეთილგანწყობა და თავდადება ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და თანავუგრძნობთ.

ბონდო ნაგერვაძის ნათელი ხსოვნა მარადიულად დარჩება ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბონდო ნეგერვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს გიორგი უშიკიშვილი.

„ძალიან დამწყვიტა გული ამ კარგი კაცის გარდაცვალებამ. არაჩვეულებრივი შემსრულებელი, კარგი მეგობარი და მაგარი ქართველი დავკარგეთ .ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ფოლკლორულ ანსამბლ “ათძალს”, – წერს გიორგი უშიკიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები