„რა საშინელებაა, ოღონდ ეს არ მომხდარიყო..“, – წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ცნობილი ბლოგერი გივიკო დიდია, რითაც ეხმაურება სტიქიას გურიაში, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს
„არადა ორი დღის წინ სუფსაში „თევზის ფესტივალზე“ ძალიან ბედნიერი და გახარებული იყვნენ ჩემი გურულები.
ოჯახს გეფიცებით, გული ლამის გამისკდეს ნერვიულობით.
„საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ - ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად“ – ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში არსებულ მდგომარეობაზე
„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები“. –წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
ღმერთმა დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ, ჩემო ლანჩხუთელებო, მიყვარხართ და მინდა სულ მშვიდობა გქონდეთ“, – წერს გივიკო დიდია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა