საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ 24-25 აგვისტოს, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა (157,82 გრ.) და ვერცხლის (43,18 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.  საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15,981,68 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, 24 აგვისტოს, სომხეთის მხრიდან შემოსულ რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 8,332,69 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო 25 აგვისტოს, შემოსულ მგზავრს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 7,648,99 ლარის ოდენობით შეეფარდა.
 
				 
															
 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 