LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაერთ უბანს დავაკვირდი და ყველგან სიმშვიდეა – კელი დეგნანის თქმით ხალხი უსაფრთხო გარემოში აფიქსირებს საკუთარ აზრს

57
1586793284-კელი-დეგნანი-1

მოხარული ვარ რომ სიმშვიდეა, – ხალხი უსაფრთხო გარემოში აფიქსირებს არს, – ამის შესახებ შშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გლდანში განაცხადა, სადაც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება

“ვფიქრობ, ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ინდივიდუალური მოქალაქეებისთვის დააფიქსირონ თავიანთი აზრი, რათა პასუხისმგებლობა მოსთხოვონ ლიდერებს, რომ ლიდერებმა გაიგონ რა არის მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის და იმუშაონ ხალხისთვის, ძლიერი მომავლისთვის” – განაცხადა დეგნანმა

დეგნანის თქმით ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა იმის დასანახად, თუ რამდენად ხორციელდება ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმები და,უმჯობესდება თუ არა საარჩევნო პროცესი.

“ამ რეფორმების მთელი აზრი იყო, რომ ეს პროცესი ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულებიანი. დღეს ღამე ხმების დათვლისას ვნახავთ, თუ რამდენად სწორად გამოიყენება ახალი ტექნოლოგიური რესურსები და რამდენად ფუნქციონირებს ისინი.” – განაცხადა დეგნანმა.

როგორც შტატების ელჩი აცხადებს, ყველა არჩევნები არის სწავლის შესაძლებლობა. ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, თუ როგორ უმჯობესდება პროცესი თითოეულ არჩევნებზე. წინასაარჩევნო პერიოდში იყო პრობლემები.

“ჩვენ ვაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდს“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში აკრედიტირებულ საელჩოებს შესაძლებლობა აქვთ, 6 დიპლომატის კვოტით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს.

პოპულარულები