LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

200
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის დეტალების გასაჯაროება. მისი თქმით, მას შეცდომად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან დუმილის პოლიტიკა, როდესაც ზეწოლის შემცველ განცხადებებს ევროპარლამენტარები ავრცელებენ.

მოსამართლე: მას შემდეგ, რაც გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მქონდა შეხვედრა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთან და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა – ფორმულა

„სამწუხაროდ, ასე მომიწია, რომ არაერთი ე.წ. გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების. ასეთი ფორმა ნებისმიერი პირის მიმართ ჩემთვის მიუღებელია“, – აცხადებს ჩხიკვაძე.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გააუქმეს – ეს არის სანქცია: რომან გოცირიძე

მოსამართლე ფიქრობს, რომ ამ შეურაცხმყოფელ სპეკულაციებს მისი რეპუტაციის და ოჯახის მიმართ წერტილს ამ შემთხვევაში აშშ-ს საელჩოს მკაფიო პოზიცია დაუსვამდა, სადაც გარკვევით იქნებოდა ნათქვამი ეხება თუ არა მისი აშშ-ში ვიზიტიდან ჩახსნა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს და არის თუ არა ეს სანქცია. თუმცა არ იცის, რატომ ვერ იღებს საელჩოსგან განმარტებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g