LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაერთი ღამის კლუბის ავტორი დიმიტრი კლიმენკო რომელმაც რუსეთი დატოვა, თბილისის ცენტრში ღამის კლუბს ხსნის – Bloomberg

83
73e62a8b75357d3a67566e3c310fd36b

რუსეთიდან “ტვინების” გადინება ოფიციალურად მიმდინარეობს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Bloomberg, რომელიც წერს, რომ რუსეთის უკვე 30 000-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა საქართველოში ემიგრაციას.

Bloomberg-ს მაგალითად არაერთი ღამის კლუბის ავტორი დიმიტრი კლიმენკო მოჰყავს, რომელიც თბილისის ცენტრში, ვაკის პარკთან ახალი ღამის კლუბის გახსნისთვის ემზადება. კლიმენკოს ახალი სივრცის სამიზნე კლიენტურა ათიათასობით დეზორიენტირებული მისივე თანამემამულე რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ხალხი იქნება, რომლებიც გამოიქცნენ საქართველოს დედაქალაქში, რადგან ვლადიმერ პუტინის ომმა მათი პერსპექტივები საკუთარ სამშობლოში გააქრო.

“30 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შეუერთდა საქართველოში ემიგრაციას, მათ შორის, დაახლოებით, 20 000 ტექნიკური მუშაკი. როგორც IT სპეციალისტები, ისინი ვერ ხედავენ მომავალს რუსეთში, რადგან უსაფრთხოების სამსახურები აძლიერებენ კონტროლს ინტერნეტზე, საერთაშორისო სანქციები აფერხებს ეკონომიკას და უცხოური კომპანიები ტოვებენ რუსეთს. ესენი არიან ახალგაზრდა, განათლებული და ფინანსურად შემდგარი ადამიანები”,– წერს Bloomberg.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი კლიმენკომ რუსეთი 7 მარტს დატოვა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g