LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაფერი არ დასრულებულა” – ალეკო ელისაშვილი პარტიის შექმნას აპირებს

141
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი აგრძელებს ბრძოლას და სამომავლოდ პარტიის შექმნას აპირებს.

„არაფერი არ დასრულებულა. ყველაფერი იწყება. ხალხს უნდა ცვლილება. ხალხს უნდა, პოლიტიკაში იხილოს კეთილსინდისიერი, წესიერი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები და ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე  დამყაყებული, დაჭაობებული პარტიები და პარტიიდან პარტიაში გადასული ადამიანები. ცვლილებაზე არის უზარმაზარი მოთხოვნა და ჩვენ ვეცდებით, რომ დღიდან თანამიმდევრული შრომით თითოეული ის ადამიანი დავარწმუნოთ, ვინც სახლში დარჩა, რომ მათი მისვლა შემდგომ არჩევნებზე არის გადამწყვეტი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას გამორცხავს.

გარდა ამისა,  გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და დამოუკიდებელი კანდიდატის დაფინანსება მოითხოვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები