LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერი ისეთი არ ხდება, არავინ ბავშვის ხორცით არ იკვებება აქ – ყველაფერს გავარკვევთ – მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

149
meufe nikoloz

„ამ წუთას, სოციალურ მუშაკებს ერთი ამოცანა აქვთ: გაარკვიონ, აქ მყოფი ბავშვებიდან, ვის აქვს სურვილი, რომ აქედან სადმე წავიდეს, თუ არ აქვთ ამის სურვილი“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოცმუშაკები რამდენიმე დღე დარჩებიან.

 მან ასევე განაცხადა, რომ  საგანგებოდ შეიქმნა კომისია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

„ზოგადად, ბავშვებთან გვაქვს შეხვედრა, როგორც გავესაუბრე სოცმუშაკებს, ამ წუთას ერთი ამოცანა აქვთ – გაარკვიონ, ადგილზე ვინც არიან, ვის აქვს სურვილი, რომ აქედან სადმე წავიდეს, თუ არ აქვთ ამის სურვილი.

ოღონდ, ეს მარტო ბავშვის სურვილზე არ არის დამოკიდებული, თუ ბავშვს უნდა წასვლა, სად უნდა, გააჩნია და სადაც უნდა, იქაც უნდა ჩავიდნენ სოცმუშაკები.

ნინოწმინდის პანსიონი 2012-21 წლებში ბიუჯეტიდან 9.8 მილიონით დაფინანსდა - ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონი 2012 წელს დაარსდა.

მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვია, რომლის მშობელიც ცხოვრობს ერთ-ერთი ასეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები და ამ ბავშვს უნდა, რომ მის მშობელთან იყოს. იმ მშობელს უნდა ჩააკითხონ, ჰკითხონ რამდენად შეუძლია და იმ დაწესებულებას რამდენად აქვს ამის რესურსი, რთული პროცესია“, – ამბობს მიტროპოლიტი და დასძენს, რომ  „არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება“.

როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე, ბავშვების სურვილებს არ იცნობს და მათ კომისიის წევრები ესაუბრებიან.

კითხვაზე, თუ რის გამო იმყოფებიან ბავშვები გამოკითხვაზე, ნიკოლოზი აცხადებს, რომ ისინი სავარაუდოდ, დაწყებული გამოძიების ფარგლებში არიან.

„ერთადერთი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, ეს ბავშვები დაკითხვაზე არიან იმის გამო, რომ ახალი საქმე აღიძრა გუშინ და რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით. მე როგორც გავიგე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, სახალხო დამცველის ნებისმიერ მიმართვაზე აღძრას სისხლის სამართლის საქმე, არ აქვს უფლება, უარი უთხრას.

პარლამენტარები, საპატრიარქოს კომისიაა ჩამოსული, მეც დღეს ჩავერთე აქტიურად ამ მოვლენებში, მეუფე სპირიდონი და მისი თანამშრომლები აქ არიან მუდმივად, და კიდევ, რაც მთავარია, ბავშვები არიან. გვინდა, გავიგოთ თითოეული ბავშვი რას ფიქრობს, რა უნდა, სოცმუშაკები ამას ჩაინიშნავენ ინდივიდუალურად, სათითაოდ. სოცმუშაკები ამ ანგარიშს წაიღებენ და იმის მიხედვით, რა უნდა ბავშვს, გაარკვევენ იქ შემხვედრი წინადადება როგორია. ასე ამბობს მეუფე სპირიდონი, რომ ღამის პირველ საათზე წაიყვანეს 6 ბავშვი, ეს არაჯანსაღი რაღაცაა, არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება. ყველაფერს გავარკვევთ თანდათანობით, მშვიდად და წყნარად, როგორც უკეთესი იქნება ბავშვებისთვის, ისე გადავწყვეტთ.

ჯერ არცერთი ბავშვის სურვილი არ ვიცი, ჩვენი კომისიის წევრები ელაპარაკებიან და მეც ერთი სული მაქვს, როდის შევბრუნდები, რომ ჩავერთო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

 

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს – შსს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g