LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერი შეცვლილა და არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა – ზაზა სარალიძე

48424024_1498584116945881_2637024282391085056_n

„მოთხოვნა იგივე რჩება. არაფერი შეცვლილა და არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა,“ – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი ბოლომდე იბრძოლებენ, სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება. ამასთან, ზაზა სარალიძე მოუწოდებს პარლამენტს, შექმნას საგამოძიებო კომისია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

„აუცილებლად უნდა განიხილონ ეს საქმე და დაადგინონ ჭეშმარიტება. რამის სურვილი რომ ჰქონდეთ, აქ არ ვიდგებოდით, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მოვიდნენ ჭკუაზე, გამიჩინონ გონიერება. ელემენტარულად დაზარალებულად მაინც სცნონ,” –  აცხადებს ზაზა სარალიძე.

იგივე მოთხოვნა აქვს თემირლან მაჩალიკაშვიკის დედასაც. ის მოითხოვს, რომ მისი შვილის უდანაშაულობა აღიარონ.

„რის საფუძველზე დახვრიტეს ბავშვი, რა ჰქონდა დანაშაული? დადონ, რა ჰქონდა დანაშაული, სანამ მოკლავდნენ ჩემს შვილს,” – ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

magti 5g