LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არახამიას თავი ჩე გევარა თუ ჰგონია და შეუძლია, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, რევოლუციები ასე არ ტარდება”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

154
რაქვიაშილი არახამია

დავით არახამია, თუ უკრაინელ პოლიტიკოსთა ნაწილი სანქციებზე მუშაობენ და ამას არ მალავენ. არც ერთხელ არ იყო ღიად დადებული რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ამ სანქციებს საფუძველი აქვს. უკრაინა დიდი ქვეყანაა, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფია და არ მგონია, არახამია ყველას პოზიციას გამოხატავდეს, უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში ერთმანეთთან დიდი დაპირისპირებაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი რესურსი, რომ არათუ სანქციები არ დაწესდეს, არამედ ევროინტეგრაციის მიმართულებით წინ ნაბიჯი გადავდგათ.

„არახამიამ რაც არ უნდა გააკეთოს, თუ ადეკვატურები ვიქნებით, მაინც წარმატებას მივაღწევთ. არახამიას პირველად ნათქვამს შეიძლება, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ უკვე მეათედ ამბობს და როგორც ჩანს, მის უკან არაფერი დგას. აქედან გამომდინარე, ამას დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ. მთავარია, ევროპელებთან ადეკვატური ურთიერთობა გვქონდეს და არახამიას ვერანაირი განცხადება გავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამავდროულად, ალექსანდრე რაქვიაშვილი რევოლუციასთან დაკავშირებით დავით არახამიას განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამს.

„რაც შეეხება მის განცხადებას მშვიდობიან რევოლუციაზე, თუ არახამიას თავისი თავი ჩე გევარა ჰგონია და შეუძლია, ქვეყანაში ჩამოვიდეს, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, არ მგონია, ეს ასე იყოს. რევოლუციები ასე არ ტარდება.

მთავრობა ქმნის გარემოს, სადაც რევოლუცია შესაძლებელია და ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, რევოლუცია შეიძლება, მოხდეს. არ მგონია, ეს სერიოზულად იყოს ნათქვამი. საერთოდ, ჩემი აზრით, ჩე გევარა ცუდი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია ადამიანის უფლებაა და თუ რეჟიმი ცუდად იქცევა, რევოლუციის ჩატარება ადამიანების ვალდებულებაა, მაგრამ ჩე გევარა ბოროტი ადამიანი იყო, რომელიც არასოდეს არ უნდა მოგვეწონოს. მაგრამ, არ მგონია, რომ არახამაიას განცხადება სერიოზული იყოს.

წარმოუდგენელია, რევოლუცია გვინდოდეს, ვიღაცის ჩამოსვლას და დახმარებას ველოდებოდეთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც“.

ამავდროულად, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით“.

ამავე თემაზე:

მზად ვარ ჩამოვიდე და თქვენი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დავაკავშირო, მთავარია პრორუსი არ იყოს: არახამია

ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, დროა უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ – არახამია

დავით არახამია: “ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში… ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ”

დავით არახამია: “ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე, КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?”

ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს: სამხარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები