“ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში და თქვენი მამულები საქართველოს მოქალაქეებს გადასცეთ. ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ”, – ასე მიმართა უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ლიდერმა დავით არახამიამ ბიძინა ივანიშვილს.
ამის შესახებ მან ექსკლუზიურად Post Factum-თან ისაუბრა.
“არ ვიცი ივანიშვილს როგორი მამულები აქვს თქვენთან, მაგრამ აქ იანუკოვიჩი ცხოვრობდა. წმინდა მაფიოზური სტრუქტურა ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოშია.
როცა ერთი ადამიანი თავის ხალხს ნიშნავს ყველა პოსტზე, განსაკუთრებით ძალოვან სამინისტროებში. თან ყველა პრორუსი პოლიტიკოსია. გამიგია, რომ თქვენთანაც ბიძინა ივანიშვილსაც რაღაც მამული აქვს, სადაც მთელი საქართველოდან ასწლოვანი ხეები ჩაჰქონდა. მინდა ის აქ, მეშგორიაში დავპატიჟო.
ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში და თქვენი მამულები საქართველოს მოქალაქეებს გადასცეთ. ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ. გააკეთეთ ეს ნებაყოფლობით”, – ამბობს არახამია.