LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, დროა უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ – არახამია

674
araxamia

ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც, – აანონსებს უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია.

დავით არახამია: “ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში… ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ”

„დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები?! ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული. ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. შეხედეთ, ჩვენ აქ შემთხვევით კი არ ვართ. ჩვენც ზუსტად ასეთი ბიძია გვყავდა. ისიც ასე ლაპარაკობდა: ყველას დავაპატიმრებ, მე ყველაზე მდიდარი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, რა მოუვიდა. ასე რომ, დროა, თქვენც უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ“, – განაცხადა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

დავით არახამია: “ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე, КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g